The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბებუთოვი

დავით ბებუთოვი
ოფიციალური სახელი:დავით ბებუთაშვილი
დაბადების თარიღი:1798
გარდაცვ. თარიღი:1867  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლსკის მართლმადიდებლური სასაფლაო, ვარშავა (პოლონეთი)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1811 წელს ხერსონის პოლკში ჩაირიცხა იუნკრად; 1814 წელს მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობაში; 1829 წლიდან კავკასიაში მსახურობდა; 1832 წელს მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის სამხედრო ექსპედიციაში; 1834 წელს ფელდ-მარშალ თ. პასკევიჩის ხელქვეით მყოფი კავკასიის პოლკების ნაკრებთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა; 1838 წელს  მიიღო პოლკოვნიკის ჩინი; 1853–1856წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში, შემდეგ პოლონეთში მსახურობდა. აქვე მიიღო გენერალ-მაიორის, შემდეგ გენერალ-ლეიტენანტის წოდება. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო ქ. ვარშავის სამხედრო კომენდანტი. გარდაიცვალა ვარშავაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.386; ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი.-თბ.,2008.-გვ.188


გააზიარე: