The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მერაბიშვილი

მერაბ მერაბიშვილი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1931
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 2022  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით 1955 წელს.

1961 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია, 1970 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი; 1991-2005წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის გამგე, 2005 წლიდან მთავარი მრჩეველი. მისი ნამუშევრებია: გრიბოედოვის ძეგლი თბილისში (1961), ერეკლე II ძეგლი თელავში (1972), დიმიტროვის ძეგლი მოსკოვში (1973), პეტრე ბაგრატიონის ძეგლი თბილისში (1984) და სხვ. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.226; merabmerabishvili.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.96-198

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-2022)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • დიმიტროვის ოქროს მედალი (ბულგარეთი)
  • რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედალი

გააზიარე: