The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბებიაშვილი

შოთა ბებიაშვილი
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1993  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი 1938 წელს.

1946–1993წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1948 წლიდან იყო რადიოტექნიკის კათედრის გამგე; იყო რთულ ტექნიკურ სისტემათა საიმედოობის თეორიის და დარეზერვების ზოგადი თეორიის ერთ–ერთი ფუძემდებელი. მისი ძირითადი შრომები ეხება მოდულაციის თეორიისა და რთულ სისტემათა საიმედოობის ზოგადი თეორიის პრობლემებს. იგი იყო თვითნასწავლი მხატვარი. 1948 წლიდან რეგულარულად მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა ნამუშევრების გამოფენებში(ამ გამოფენების ლაურეატი). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებატა დოქტორი(1964), პროფესორი(1970). მეცნიერი რადიოტექნიკის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.385

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1960 - სსრკ დამსახურებული რადისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: