შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მენაღარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო საქმის სპეციალობით 1974 წელს. 1971-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1973-1975წწ. სამედიცინო ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივანი; 1975-1978წწ. საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1978-1980წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1980-1982წწ. თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი; 1982-1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 1986-1991წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1991-1992წწ. სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის დირექტორი; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი; 1992-1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1993-1995წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე; 1995-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018). 1989 წელს 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო აქტიური მონაწილეობა სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო გამოკვლევებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 225; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი: mfa.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |