The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ მეგრელიძე

ჯემალ მეგრელიძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1965  (55 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი(ქ. სოხუმი) წარჩინებით 1990 წელს; 1994 წელს სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სსგ ასპირანტურა; 1989 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმიზმის უნივერსიტეტის აფხაზეთის ფილიალი წარჩინებით, სპეციალობით იდეოლოგია; 1998 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომიკის ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით, სპეციალობით - "ფინანსები და საბანკო საქმე". გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი და სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციები; სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩინური აქტინიდიის ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებები დასავლეთ საქართველოს პირობებში", დაიცვა 1998 წელს. 

1985-1987წწ. იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში; 1990 წელს მუშაობა დაიწყო ოჩხამურის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატში ბრიგადირად; 1991 წელს დაინიშნა ქობულეთის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ბუნების დაცვის საზოგადოების პასუხისმეგებ მდივნად; 1992-1994წწ. ქობულეთის რაიონის გამგეობის გარემოს დაცვის განყოფილების გამგე; 1994 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პასუხისმგებელ ორგანიზატორად; 2001 წ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის წამყვან სახელმწიფო მრჩევლად; 2002-2003 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების მრეწველობის განვითარების სამმართველოს უფროსად; 2004-2005 წწ. შპს სახელმწიფო კომპანია "საქნავთობპროდუქტში" დებიტორული დავალიანების ამოღების მენეჯერი; 2007 წელს შპს "სახალხო ბანკის" შვილობილი კომპანიის "სახალხო ფოსტის" აჭარის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელად; 2009-2011 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში (ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მონიტორინგის დეპარტამენტი); 2011-2012 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 2013 წელს მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს "აგროსერვის ცენტრის" გვარა-ხუცუბნის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობის მენეჯერად. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს ფქვილისა და პურპროდუქტების ასოციაციის ექსპერტი. 2016-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციაში - მრჩევლად. 2017 წელს სტრატეგიული კვლევების ინიციატივის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აღმასრულებელ დირექტორად. 2018 წლის აპრილიდან შ.პ.ს. "ქობულეთის წყალის" დირექტორია.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 224

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აღორძინების კავშირი, წევრი (1991-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დროებითი კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტში შექმნილი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული ვითარების შემსწავლელი დროებითი ინტერფრაქციული საგამოძიები კომისია, თავმჯდომარე

გააზიარე: