The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ბებია

ედუარდ ბებია
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო–ქორეოგრაფიული განყოფილება 1968 წელს.

1956 წლიდან ცეკვავდა აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში; 1959 წლიდან იყო სოხუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე; 1975 წლიდან კი ამ სასწავლებლის დირექტორი; 1970 წელს დააარსა აფხაზეთის ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი "შარათინი"–ახლანდელი აფხაზური ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. ედუარდ ბებიას საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმებია: "ნართა", "ახალგაზრდული ცეკვა". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.385

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1981 - აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი

გააზიარე: