The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიო მგელაძე

გიო მგელაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი მგელაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1993 წელს.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "არა მეგობარო" (1993), "ატუ-ალაბა ოტელ კალიფორნია" (1995), "შვიდი დღე ტიბეტში" (დოკუმენტური, 2002), "ჩემი თვითმფრინავი" (2006), "იმაგო მუნდი" (2012) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "არა მეგობარო" (1993), "ატუ-ალაბა ოტელ კალიფორნია" (1995), "შვიდი დღე ტიბეტში" (დოკუმენტური, 2002), "ჩემი თვითმფრინავი" (2006), "იმაგო მუნდი" (2012) და სხვ.; პროდიუსერია ფილმების: "შვიდი დღე ტიბეტში"(დოკუმენტური, 2002), "ჩემი თვითმფრინავი" (2006); გადაღებულია ფილმებში: "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (1975), "ფესვები" (1987), "თამაში" (1990), "კაცი საელჩოდან" (ნიკო, 2006) "ჩემი თვითმფრინავი" (2006), "იმაგო მუნდი"(2012) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 223;

          http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=244

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საერთაშორისო კინოფესტივალი "მოლოდისტ", ჟიურის სპეციალური პრიზი (კიევი, უკრაინა)
  • 1993 - ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, გრან–პრი და პროტესტანტული ჟიურის სპეციალური პრიზი (გერმანია)

გააზიარე: