შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი 1952 წელს. 1952-1962წწ. იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1970წწ. "თბილზნიიეპის" არქიტექტორი; 1970-1977წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, დეკანი, პროფესორი; 1977-1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1978 წელს თბილისის მთავარი არქიტექტორი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოებულია: ბრნოს (ჩეხოსლოვაკია) ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით (1972); ზაარბრიუკენის (გერმანია) ობერბურგომისტრის დიდი ოქროს მედლით (1979); სსრკ არქიტექტორთა კავშირის საკავშირო კონკურსის პრემიით (1986); საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987); უნგრეთის სახელმწიფო პრემიით "პრო კულტურა ჰუნგარიკა" (1988); სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით (1989); გერმანიის ბუნდესტაგის მედლით. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი, წიგნები და ბროშურები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 223; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.631 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |