The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მგალობლიშვილი

ნოდარ მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 2000  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი 1952 წელს.

1952-1962წწ. იყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1961-1970წწ. "თბილზნიიეპის" არქიტექტორი; 1970-1977წწ. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი, დეკანი, პროფესორი; 1977-1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1978 წელს თბილისის მთავარი არქიტექტორი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოებულია: ბრნოს (ჩეხოსლოვაკია) ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით (1972); ზაარბრიუკენის (გერმანია) ობერბურგომისტრის დიდი ოქროს მედლით (1979); სსრკ არქიტექტორთა კავშირის საკავშირო კონკურსის პრემიით (1986); საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987); უნგრეთის სახელმწიფო პრემიით "პრო კულტურა ჰუნგარიკა" (1988); სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით (1989); გერმანიის ბუნდესტაგის მედლით. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი ნაშრომი, წიგნები და ბროშურები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 223; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.99

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკულ-ქართული მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
  • არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • თბილისის მთავარი არქიტექტურის საბჭო, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საბჭო, წევრი
  • რუსეთის არქიტექტორთა კავშირი, საპატიო წევრი (1998-)
  • რუსეთის არქიტექტურისა და მშენებლობის მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი (1995-)
  • სამეცნიერო წოდებების მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნების საბჭო, წევრი
  • საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1985 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: