შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურგენ I![]()
ბიოგრაფიაბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი ადარნასე I-ის ძე, ერისთავთერისთავი, კურაპალატი (881-891); ფლობდა ამიერტაოს ნაწილს და კალმახს; დაახლოებით 881 წლამდე გურგენ I თავის ბიძაშვილ ნარსა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს ეხმარებოდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რომლებიც სომხებს ემხრობოდნენ; 881 წელს ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის შემდეგ, მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვანების გამო სახლიკაცებმა გურგენ I დასვეს კურაპალატად; 885 წელს გურგენ I თავის შვილებთან ერთად უკვე ადარნასე დავითის ძეს ეხმარებოდა აფხაზთა ჯარით მოსულ ნასრას წინააღმდეგ ბრძოლაში; 888 წელს ნასრას დამარცხებისა და მოკვლის შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გურგენ I-მა, მისმა ძმამ სუმბატმა და ადარნასე დავითის ძემ; გურგენ I-მა მიიღო მიწები შავშეთში, არტაანის(კლარჯეთი) თემში და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია; შემდეგ საადგილმამულო ნიადაგზე მტრობა ჩამოვარდა, ერთი მხრივ, გურგენ I-სა და მეორე მხრივ, ადარნასე დავითის ძესა და სუმბატის ძეს ბაგრატს შორის; სოფელ მგლინავთან (არტაანის ხევი) ბრძოლაში გურგენ I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.210
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |