The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ბაჯაძე

დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1908
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1960  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი გორა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ–ეკონომიკური ფაკულტეტი 1930 წელს.

1931–1933წწ. სწავლობდა საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიური პოლიტიკისა და მეურნეობის თეორიაში; 1935–1937წწ. იყო ჟურნალ "საქართველოს ბოლშევიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1935–1936წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1936–1937წწ. ამიერკავკასიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თბილისში, 1944–1945წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მრეწველობის ეკონომიკის განყოფილების გამგე, 1950–1955წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის კათედრის გამგე; 1950–1955წწ. ფაკულტეტის დეკანი. იყო საქართველოს მეცნიერებატა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი(1959), პროფესორი(1959).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.385

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: