Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1901 წლის 29 დეკემბერს თბილისის საოპერო სცენაზე შედგა მისი დებიუტი; 1902–1904წწ. მოღვაწეობდა მოსკოვში, 1904–1906წწ. კიევში, 1906–1910წწ. ოდესაში, 1917–1927წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ოლგა ბახუტაშვილი–შულგინა იყო ეთერის(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი") და გულჩინას(დ. არაყიშვილის "მთების გული") როლების პირველი შემსრულებელი; შესრულებული აქვს სოპრანოს მრავალი პარტია: ტატიანა, ლიზა, იოლანტა, მარია(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "იოლანტა", "მაზეპა"), თამარი(ა. რუბინშტეინის "დემონი"), აიდა(ჯ. ვერდის "აიდა"), ბატერფლაი(ჯ. პუჩინის "ჩიო–ჩიო–სანი"). იგი არის პირველი ქართველი მომღერალი ქალი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; პირველი ქართველი პროფესორი ვოკალის დარგში; არის სამეცნიერო–მეთოდური ნაშრომის ავტორი: "ვოკალური პედაგოგიკის ცდა ბგერის დასაყენებელი ყოველდღიური სავარჯიშოების კრებული", "კადენციები და მელიზმები"(1940), "ვოკალიზმები მაღალი ხმისათვის ქართულ ხალხურ თემებზე"(1942). პროფესორი(1921). ქართული ვოკალური სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელი, სოპრანო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.384; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |