შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურგენ IV![]()
ბიოგრაფიაბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე II-ს ძე, ერისთავთერისთავი (918-941); ერისთავთერისთავობა მიიღო მისი ბიძის აშოტ კუხის (ადარნასე II-ის ძმა) გარდაცვალების შემდეგ; ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე მას უწოდებს "დიდ ერისთავთერისთავს" და "დიდ გურგენს", რომელმაც სიმხნევითა და გადახდილი ბრძოლებით გადაამეტა თავის წინაპრებს და "დაიმორჩილა ყოველნი გარემოსნი"; გიორგი მერჩულის სიტყვით იგი იყო "დიდი ხელმწიფე ფრიადთა ნათესავთა"; ხოლო სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტცი მას უწოდებდა "ქართველთა დიდ მთავარს", რომელიც ებრძოდა სომეხ ბაგრატუნებს სამშვილდის ციხისათვის; იგი ებრძოდა სამფლობელოებისათვის საკუთარ ბიძაშვილებსაც, ცდილობდა კეისრისაგან კურაპალატობის პატივის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ; აქტიურად იყო ჩარეული აფხაზთა სამეფოს ტახტისათვის ბრძოლაში, რომელიც აფხაზთა მეფის კონსტანტინე III–ის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს გიორგისა და ბაგრატს შორის მიმდინარეობდა (ეს უკანასკნელი მისი სიძე იყო); გურგენ IV-მ დაასრულა ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.211
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |