შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუხუტი გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1966-1976წწ. იყო ნანა ალექსანდრიას მწვრთნელი; 1989-1994წწ. ჭადრაკის სასახლის დირექტორი; სსრკ ჩემპიონატების ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი VII-VIII ადგილი, 1958); სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1957, 1958); გაიმარჯვა შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში: სოფია (1959, I-III ადგილი), თბილისი (1965, I–ადგილი), ბათუმი (1966, I-IV ადგილი), თბილისი ვ. გოგლიძის I მემორიალი (1970, I-II ადგილი, მ. ტალთან ერთად), ოლომოუცი (1976, I-ადგილი), თბილისი ვ. ქარსელაძის IV მემორიალი (1976, I-ადგილი), ჰრადეცკრალოვე (1977-1978, I-II ადგილი); 1989-1994წწ. ჭადრაკის სასახლის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი (1970); საქართველოს თერთმეტი გზის ჩემპიონი, პირველი ქართველი დიდოსტატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.429; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |