The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუხუტი გურგენიძე

ბუხუტი გურგენიძე
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 2008  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1966-1976წწ. იყო ნანა ალექსანდრიას მწვრთნელი; 1989-1994წწ. ჭადრაკის სასახლის დირექტორი; სსრკ ჩემპიონატების ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი VII-VIII ადგილი, 1958); სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1957, 1958); გაიმარჯვა შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში: სოფია (1959,  I-III ადგილი), თბილისი (1965, I–ადგილი), ბათუმი (1966, I-IV ადგილი), თბილისი ვ. გოგლიძის I მემორიალი (1970, I-II ადგილი, მ. ტალთან ერთად), ოლომოუცი (1976, I-ადგილი), თბილისი ვ. ქარსელაძის IV მემორიალი (1976, I-ადგილი), ჰრადეცკრალოვე (1977-1978, I-II ადგილი); 1989-1994წწ. ჭადრაკის სასახლის დირექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი (1970); საქართველოს თერთმეტი გზის ჩემპიონი, პირველი ქართველი დიდოსტატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.429; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.176

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ვიცე–პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ჭადრაკის განვითარებისა და ახალგაზრდა მოჭადრაკეთა აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 1973 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1970 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1969 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1968 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1968 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1968 - საერთაშორისო დიდოსტატი
  • 1965 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1964 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1963 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1962 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1961 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1960 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1959 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1958 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1955 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: