The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე მგალობლიშვილი

კოტე მგალობლიშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2021  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - პურცხობის, მაკარონისა და საკონდირტო წარმოების ტექნოლოგია 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - მრეწველობის დაგეგმვა.

1958 წელს იყო გეოლოგიური სამმართველოს ბარიტის საძიებო პარტიის მუშა; 1958-1960წწ. სამგორის სატყეო მეურნების, 1961-1963წწ. საქალაქო ტრანსპორტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშა; 1963-1965წწ. სარეკლამო კომბინატ "ზაკკოპრეკლამის" კონსტრუქტორი; 1965-1972წწ. თბილისის საკონდიტრო კომბინატის განყოფილების უფროსი; 1972-1973წწ. მხატვრულ ნაკეთობათა კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1973 წელს დირექტორი; 1973-1985წწ. ფოტოპოლიგრაფიული სტუდიის დირექტორი; 1985 წელს ქაღალდისა და საკანცელარიო ნაკეთობათა ფაბრიკის მთავარი ინჟინერი; 1985-1995წწ. გამომცემლობათა, პოლიგრაფიის და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის წარმოების დირექტორი, შპს "პოლიექსპრესის" წარმოების დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (გოჩა, 1956), "უდიპლომო სასიძო" (ბიჭიკო, 1961).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 222; საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.245

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2001-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ღირსების ორდენი

გააზიარე: