The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ბახტურიძე

პეტრე ბახტურიძე
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1900
გარდაცვ. თარიღი:17 ოქტომბერი, 1962  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1919 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე; 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1928–1944წწ. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო გაზეთის რედაქციაში; 1932–1933წწ. იყო ლიტერატურული გაზეთ "საბჭოთა მწერლის" რედაქტორი, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი; 1944–1950წწ. გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1950–1955 წლებში მუშაობდა ჟურნალ "მნათობში"; 1955 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურული ნაწილის გამგე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.384

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: