შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სპეციალობით - თბოაირმომარაგება და ვენტილაცია 1963 წელს. 1964-1969წწ. იყო ამიერკავკასიის გამშვებ-გამმართველი ტრესტ "ორგპიშჩეპრომ"-ის უფროსი ინჟინერი; 1969-1973წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თბომეურნეობის სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო კანტორის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1973-1995წწ. იყო ტურიზმის საკავშირო სახელმწიფო კომიტეტის გაერთიანება "კავშირინტერმშენის" სისტემაში უბნის, კანტორის, სამმართველოს, ტერიტორიული სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველი, გაერთიანების უფროსის მოადგილე, ტრესტ ფირმა "კსფ"-ს გენერალური დირექტორი, სს "ინტერმშენი კამარას" გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.384; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.243 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |