| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1970წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრის მსახიობი; 1970 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი; 1973–1974წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 1997 წელს ქ. თბილისში დაარსა ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით, იგი იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში; 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე (მათ შორის სამი ოლიმპიადიდან, სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან). მსახიობ სოფიკო ჭიაურელის მეუღლე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 221; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.282; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.618-619 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

