შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1962-1966წწ. იყო ტელერადიოკომიტეტის უფროსი რედაქტორი, უმაღლესი პარტიული სკოლის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი; 1964-1971წწ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოეთის ტურიზმის სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1971-1972წწ. სასტუმრო "ივერიას" დირექტორი; 1972-1982წწ. "ინტურისტის" თბილისის გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1982-1985წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი; 1985-1988წწ. მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1988წწ. მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი; 1990 წლიდან საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 220; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |