შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1938–1954წწ. იყო თბილისის პლეხანოვის სახ. კლუბთან არსებული ბავშვთა ხალხური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1943–1951წწ. საქართველოს შრომითი რეზერვების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი. 1946 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მხატვრული აღზრდისა და ტექნიკური პროპაგანდის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1948–1951 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1949–1956წწ. თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი. 1982 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა კულტურის სასახლის დირექტორი. მისი მნიშვნელოვანი საცეკვაო დადგმებია: "საზეიმო სუიტა", "საკოლმეურნეო საზეიმო", "დიდ შესვენებაზე", "სკოლის ეზო". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.435; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.27-28 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |