The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბახტაძე

მიხეილ ბახტაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1918  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1938–1954წწ. იყო თბილისის პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებული ბავშვთა ხალხური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1943–1951წწ. საქართველოს შრომითი რეზერვების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფ; 1946 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მხატვრული აღზრდისა და ტექნიკური პროპაგანდის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1948–1951 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1949–1956წწ. თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი, 1982 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა კულტურის სასახლის დირექტორი. მისი მნიშვნელოვანი საცეკვაო დადგმებია: "საზეიმო სუიტა", "საკოლმეურნეო საზეიმო", "დიდ შესვენებაზე", "სკოლის ეზო".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.435

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ხელოვნებისა და კულტურის დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: