შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; მუშაობდა მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მხატვრულ–კომპლექსური გაფორმების დარგში; მონაწილეობდა თბილისის (1970), ნოვოროსიისკის (1972), სანქტ–პეტერბურგის (1976) მხატვრულ–კომპლექსური, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შენობის გაფორმებაში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის, თერჯოლის და სხვა ქალაქების სამხატვრო გალერეებსა და მუზეუმებში. ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I .–თბ., 1997.–გვ.383; სოსო ბახტაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 5 ივნისი. - N132 (5165). - გვ.8 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |