The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ბახტაძე

სოსო ბახტაძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ბახტაძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1929
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 2005  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; მუშაობდა მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მხატვრულ–კომპლექსური გაფორმების დარგში; მონაწილეობდა თბილისის (1970), ნოვოროსიისკის (1972), სანქტ–პეტერბურგის (1976) მხატვრულ–კომპლექსური, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შენობის გაფორმებაში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის, თერჯოლის და სხვა ქალაქების სამხატვრო გალერეებსა და მუზეუმებში. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I .–თბ., 1997.–გვ.383; სოსო ბახტაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2005. - 5 ივნისი. - N132 (5165). - გვ.8

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: