შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო (1973, ე. გურევიჩის კლასი) და სადირიჟორო (1977, ო. დიმიტრიადის კლასი) ფაკულტეტები. სტაჟირება სადირიჟორო განხრით გაიარა მოსკოვში გ. როჟდესტვენსკისთან და ვენის მუსიკალურ აკადემიაში კ. ოსტერრაიხერთან, იმავდროულად იყო ვენის ოპერაში ლ. მააზელის ასისტენტი. 1984–1990წწ. თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან. იქვე იყო ა. მაჭავარიანის ბალეტ "ვეფხისტყაოსნის" დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან. 1987 წელს იყო საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი (ორი სეზონი). 1990 წელს დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო. 1996 წლიდან იყო ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1998–2004წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. 2000–2008წწ. მან რუსეთში დააარსა და ხელმძღვანელობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრ "მილენიუმს". მისი ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა: ჯ. ვერდის "ფალსტაფი" (2002), რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" (2003). ა. მაჭავარიანის ოპერები: "ჰამლეტი", "მედეა" (2007; ყველა საკონცერტო შესრულება), სიუიტა ბალეტიდან "ჭირვეულის მორჯულება" (2008), ბალეტი-პოემა "ფიროსმანი" (2012), ს. პროკოფიევის VII საფორტეპიანო სონატის საორკესტრო ვერსია (2014), უ. ერკინის საცეკვაო რაფსოდია ორკესტრისათვის "კიოჩეკჩე" (2016), ნ. კოდალის საორკესტრო სიუიტა "ტელი ტურნა" (2016) და სხვ. მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად (იანვარში) იმართებოდა ი. შტრაუსის გალა-კონცერტი. 2010 წლიდან თანამშრომლობს თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან. 2017 წელს მას მიენიჭა ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება. 2022 წელს თბილისში კიევის "კამერატას" 19-მა მუსიკოსმა ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი. 2018 წლიდან არის ლ. ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის ("ღამის სერენადები") მთავარი დირიჟორი. მის რეპერტუარშია ქართული და უცხოური სიმფონიური მუსიკა, საოპერო კლასიკა: ა. მაჭავარიანის №1–7, ა. ბალანჩივაძის №1, ფ. ღლონტის №6 "Vita Nova", ი. ჰაიდნის, ვ. ა. მოცარტის, ი. სტრავინსკის "კურთხეული გაზაფხული", ლ. ვ. ბეთჰოვენის ი. ბრამსის, პ. ჩაიკოვსკის, დ. შოსტაკოვიჩის, გ. მალერის სიმფონიები და სხვ. მას ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა "ნაცარქექია" (2010), საფორტეპიანო კონცერტინო (2011), სიმფონია №1 "სამყაროს ჰარმონია" (2013), 10 სონეტი შექსპირის მიხედვით (2014), კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (2015), "მარში" საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისათვის, მიძღვნა ლ. ვ. ბეთჰოვენს, კომპოზიცია "შთაბეჭდილებები 2020" (პრემიერა 2022); ოპერა "რიჩარდ III" (I სცენის პრემიერა შედგა 2022), სიმფონიური სურათი "მარიუპოლი" მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები, კომპაქტდისკები. არის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი. პიანისტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 219; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 607 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |