The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ბახტაძე

ილია ბახტაძე
სხვა სახელი:ილია ხონელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1859
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1900  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანი, ხონი
კატეგორია:მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1876 წელს. პეტერბურგში ყოფნისას თანამშრომლობდა რუსულ პრესაში("პორიადოკი", "სტრანა"). 1881 წელს "დროებაში"  დაიბეჭდა ბახტაძის პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი "ვიცინოთ თუ ვიტიროთ?". ავტორი დასცინოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის კურთხევაზე წარგზავნილ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა დელეგაციას, რომელმაც მოითხოვა, მოკლული იმპერატორის ალექსანდრე II-ის სამახსოვრო ვენზელის ტარება. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "კავკაზი", "დროება", "ივერია", "ნოვოე ობოზრენიე", "კვალი", "მოამბე", სატირულ-იუმორისტული ფელეტონების სერიაში "საკვირაო სხარტულა", "სახელდახელო", "კვირის საუბარი", "კვირის სურათები"  ამხელდა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლოვანებებს. მან თარგმნა მ. სალტიკოვ–შჩედრინის, ა. ბუვიეს, ე. ზოლას, ა. დოდეს  და სხვების თხზულებანი. მთარგმნელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383


გააზიარე: