The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანუჩარ მაჩაიძე

მანუჩარ მაჩაიძე
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.

1982-1983წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენში" მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსად; 1983-1987წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1987-1988წწ. სამშენებლო გაერთიანება "საქაგრომშენის" N1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტისა და 1988-1995წწ. ლილოს N2 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნების დირექტორად; 1966-1980წწ. იყო თბილისის "დინამოს" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და სახელგანთქმული ფეხბურთელი; თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე, თბილისის "დინამოს" კაპიტანი; 1968-1980წწ. თბილისის "დინამოს", 1969 წელს თბილისის "ლოკომოტივის", 1980 წელს ტაშკენტის "ფახთაქორის", 1981 წელს მოსკოვის "სპარტაკის", 1981-1982წწ. ქუთაისის "ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი; 1974-1979წწ. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; 1982 წელს საქკურორტმშენის მტმ-ის უფროსი; 1983-1988წწ. ამიერკავკასიის სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე; 1989-1992წწ. ლილოს N2 რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი; 1992 წლიდან ლილოს N2 რკინა-ბეტონის ქარხნის მფლობელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2002-2006წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2014-2018წწ. თბილისის საკრებულოს წევრი: პროპორციული წესით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972, 1976), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1977), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1979), სსრკ თასის მფლობელი (1979). ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარსთა თეორია", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 218; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.378-379; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.240; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.89

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი - სოციალისტი", წეცრი (1995-1999)
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს სპორტსმენთა კავშირი, წევრი
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წევრი (2014-2018)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წევრი (2002-2006)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისია, წევრი
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1978 - სსრკ ჩემპიონი
  • 1970 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ღირსების მედალი

გააზიარე: