The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბახტაძე

ვახტანგ ბახტაძე
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 1991  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ანიმატორი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდია 1930 წელს, 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1933–1937წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1933–1952წწ. მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მულტფილმების მხატვრად, 1952 წლიდან რეჟისორად. გადაღებული აქვს მულტფილმები: "ყურშა"(1953), "ნარცისი"(1964), "სამი მეზობელი"(1966), "ო, მოდა, მოდა!"(1968), "ისევ მოდებზე"(1969), "ახალი მთვარე"(1972), "სახლობანა"(1973), "გოგონა და ბატი"(1975), "ფანტაზია"(1979), "ლოკოკინა"(1986); შექმნა მულტფილმების სერია პოპულარულ პერსონაჟ–ხელმარჯვე ოსტატზე: "ხელმარჯვე ოსტატი–სპორტსმენი"(1962), "ხელმარჯვე ოსტატი კოსმოსში"(1971), "ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ"(1976), "ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე"(1980), "ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი"(1983). კინორეჟისორი, ქართული მულტიპლიკაციური კინოს ერთ–ერთი ფუძემდებელი, წლების მანძილზე ამზადებდა მხატვარ–მულტიპლიკატორთა ეროვნულ კადრებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მულტიპლიკატორთა საერთაშორისო ასოციაცია (ასიფა), ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1971 - ბილბაოს საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 1970 - მამაის მულტფილმების III საერთაშორისო კინოფესტივალი, რუმინეთის კინემატოგრაფისტთა სპეციალური პრიზი და დიპლომი
  • 1970 - მინსკის IV საკავშირო კინოფესტივალი, პრიზი და II პრემია
  • 1969 - უკრაინის III კინოფესტივალი, პრემია
  • 1968 - ამიერკავკასიის რესპუბლიკების კინოფესტივალი, პრემია
  • 1960 - სან–ფრანცისკოს IV საერთაშორისო კინოფესტივალი
  • 1959 - მოსკოვის I საკავშირო კინოფესტივალი, პრემია მულტფილმების სერია "ხელმარჯვე ოსტატი"

გააზიარე: