შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ მაჩაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1979 წელს; 1988 წელს - თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი; 1991 წელს - მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1973-1980წწ. იყო სპორტსაზოგადოება "დინამოს" ინსტრუქტორი; 1980-1984წწ. - სპორტკომიტეტის მთავარი მწვრთნელი; 1984-1988წწ. - ჭიდაობაში უმაღლესი სპორტული დაოსტატების რესპუბლიკური სკოლის დირექტორი; 1988-1999წწ. - ფიზიკური კულტურის ტექნიკუმის დირექტორი; 2004 წლიდან - საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1994 წლიდან მსაჯობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს; იყო ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების მსაჯი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ექსტრა კატეგორიის საერთაშორისო არბიტრი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა სამშენებლო მექანიკის, კერძოდ, შედგენილი თხელკედლიანი სივრცითი კონსტრუქციების გაანგარიშების თეორია. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპიკერი და პროფესორი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლითონის მილსადენების კონსტრუირება და ანგარიში დატბორილ ადგილებში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა სახით შედგენილი თხელკედლიანი სივრცითი სისტემების გაანგარიშების თეორია", დაიცვა 2005 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 218; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.245; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |