The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალია ბახტაძე

ვალია ბახტაძე
Legal name:ვალერიან ბახტაძე
Date of birth:27 June, 1896
Date of death:4 December, 1930  (at 34 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში.

1912–1915წწ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში; 1916 წელს ჯარში გაიწვიეს და გაგზავნეს პეტერგოფის პრაპორშჩიკთა სკოლაში, აქ შექმნა სოციალუ-დემოკრატიული წრე; 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციურ ბრძოლებში პეტერგოფში, შემდეგ ავსტრიის ფრონტზე დროებითი მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ნაწილის აჯანყებაში; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში; იყო ხონის პარტიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბათუმ-გურიის ბოლშევიკური კომიტეტის მდივანი; მისი ხელმძღვანელობით 1918 იანვრიდან ბათუმში გამოდიოდა გაზეთ "მუშის სიმართლე"; იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი; 1918 წლის აპრილში აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო გლეხთა აჯანყებაში სამეგრელოში; იმავე წლის გაზაფხულზე, აფხაზეთის მშრომელთა აჯანყების პერიოდში, ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა სამხედრო-საზღვაო რაზმს, შედიოდა სამხედრო-რევოლუციური შტაბის შემადგენლობაში; აჯანყების დამარცხების შემდეგ წავიდა პიატიგორსკში, იქიდან ვლადიკავკაზში, სადაც ხელმძღვანელობდა დენიკინის წინააღმდეგ მებრძოლ კომუნისტურ რაზმს; 1919 წელს თებერვალში დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა, რისთვისაც რამდენჯერმე დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ბაქოში და დაინიშნა XI წითელი არმიის ცხენოსანი დივიზიის სამხედრო კომისრად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორად, პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად; საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ; გაზეთ "მუშა და გლეხის" და ჟურნალ "მნათობის" რედაქტორად. რევოლუციური (ბოლშევიკური) მოძრაობის მონაწილე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.383; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1915-)

Share: