შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. 1960–1970წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის დოცენტი; 1970–1972წწ. კათედრის პროფესორი, 1973 წლიდან კათედრის გამგე; 1960–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა სამხედრო–საველე თერაპიის კურსს; შეისწავლა ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, წამლისმიერი დაავადებების, საკურნალო ფიზკულტურის საკითხები, თირკმლისმიერი დაავადებები; აღწერა მდებარეობითი ჰიპოტონია, დაადგინა გლიკოზიდების მოქმედება ინტერორეცეპტორებსა და უმაღლეს ნერვულ სისტემაზე. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.384; კომპანია "ავერსი": aversi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |