შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული გენძეხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1963 წელს. 1965–1975წწ. მუშაობდა ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სპეციფიური დიაგნოსტიკური ბაქტერიოფაგის Sh. newcastle-ს მიღებასა და პრაქტიკულ გამოყენებას. სანიტარული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მასწავლებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დიაგნოსტიკური ფაგი Sn 2. Sh. newcastle- ს იდენტიფიკაციისა და ინდიკაციისათვის", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |