The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბაშელეიშვილი

მიხეილ ბაშელეიშვილი
Date of birth:15 January, 1929
Date of death:January, 2011  (at 81 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს.

1973 წლიდან იყო ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგე, 1982 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო დრეკადობის მათემატიკური თეორია და მათემატიკური ფიზიკის ინტეგრალური და დიფერენციალური განტოლებების თეორია. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. მონოგრაფიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სპეციალისტების წრეში. მისი ნაშრომები აგრეთვე ეძღვნება ფოროდრეკადობის თეორიის ძირითადი სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევას. კერძოდ, ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის თეორემების დამტკიცებას, როგორც ორგანზომილებიანი, ისე სამგანზომილებიანი ორგვარი ფორების შემცველი სხეულებისათვის. ცხადი სახით აქვს ამოხსნილი ამოცანები კონკრეტული არეებისათვის: ნახევარსივრცის, ნახევარსიბრტყისა და სფეროსათვის. მის მიერ თერმოდრეკადობის თეორიის სტატიკის ორგანზომილებიან განტოლებათა სისტემისათვის აგებულია ფუნდამენტური და სინგულარული ამონახსნები სხეულის მიკროტემპერატურის გათვალისწინებით. მათემატიკოსი და მექანიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.379; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.185-186; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.279

Member of Organizations

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1992-)
  • საქართველოს მათემატიკური საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგოური მოღვაწეობისათვის
  • 1988 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1987 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: