შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ბაღაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს. 1967–1969წწ. მუშაობდა "ქალაქმშენსახპროექტში", 1972 წლიდან კი თბილისის ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების ზონალურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1950–1966წწ. იყო ქალაქ რუსთავის მთავარი არქიტექტორი, 1970–1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის სასოფლო მშენებლობის განყოფილების უფროსად. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ქალაქ რუსთავში–რუსთავის დეტალური დაგეგმარების პროექტი(1972), კულტურისა და დასვენების პარკის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტი(1951), ინდივიდუალური მშენებლობის საცხოვრებელი სახლების პროექტების სერია(1955), მუსიკალური სკოლა(1958). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.259 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |