The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბაღაშვილი

დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1918  (106 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს.

1967–1969წწ. მუშაობდა "ქალაქმშენსახპროექტში", 1972 წლიდან კი თბილისის ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების ზონალურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1950–1966წწ. იყო ქალაქ რუსთავის მთავარი არქიტექტორი, 1970–1971წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის სასოფლო მშენებლობის განყოფილების უფროსად. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: ქალაქ რუსთავში–რუსთავის დეტალური დაგეგმარების პროექტი(1972),  კულტურისა და დასვენების პარკის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტი(1951), ინდივიდუალური მშენებლობის საცხოვრებელი სახლების პროექტების სერია(1955), მუსიკალური სკოლა(1958). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.259

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქ. . რუსთავის აღმშენებლობაში, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1966 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: