Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1997წწ. ეწეოდა სამეცნიერო–კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და შინაგან სნეულებათა კათედრებზე; იყო აღნიშნული კათედრების პროფესორი; 2003 წლიდან აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსი, შემდეგ ამავე ცენტრის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა კონსტიტუციური თავისებურებების(ანომალიების) შესწავლა ატოპიურ დაავადებათა დროს და მათი კორეგირების გზები, სტეროიდ–რეზისტენტული ბრონქული ასთმით დაავადებულთა კლინიკურ–იმუნოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი კორექციის გზების ძიება; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, მათ შორის ერთი სახელმძღვანელო; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.212; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.317 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |