The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მატუაშვილი

შალვა მატუაშვილი
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1958  (65 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1980 წელს.

1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1988-1995წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ხატვის, ფერწერისა და კომპოზიციის პედაგოგად; 1988 წლიდან თბილისის ცენტრალური მხატვრის სახლის ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2017 წლიდან კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ასოცირებული პროფესორია. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა, აგრეთვე მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები დაცულია: სურათების ეროვნულ გალერეაში (თბილისი), ტრეატიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმსა (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს პრემია წლის საუკეთესო მამუშევრისთვის (1988) და დამთვალიერებელთა პრიზი (1996).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 216;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 80-81


გააზიარე: