The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მასხარაშვილი

ირაკლი მასხარაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:2020  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1963 წელს, ასპირანტურა 1969 წელს.

1962-1968წწ. თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციების მუშაკი; 1968-1969წწ. მოსკოვის ცენტრალური კვლევითი საპროექტო ექსპერიმენტული ინსტიტუტის ასპირანტი; 1970 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის თანამშრომელი, სხვადასხვა დროს უფროსი ტექნიკოსი, უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი არქოტექტორი, სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1991-1995წწ. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: რეალიზებული - ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობა თბილისში (1975), ბავშვთა ქალაქი "მზიური" თბილისში (გენგეგმა) და პირველი რიგის მშნებლობა (1982); პროექტები: სასცენო ხელოვნების სკოლა თბილისში (1965), საკურორტო კომპლექსი "ოქროს საწმისი" კოდორის შესართავთან (1970), ბათუმის ცენტრისა და ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქცია (1976) და სხვ. მიღებული აქვს სხვადასხვა სახის პრემიები შესრულებული სამუშაოებისთვის: წამახალისებელი პრემია - დიდების მემორიალი გმირთა მოედანზე (1962, თბილისი), პრემია - წმინდა სამების ტაძარი (1989, თბილისი), I ხარისხის პრემია - წმინდა სამების ტაძარი (1996, ფოთი), II ხარისხის პრემია - რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია (1998, თბილისი), საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 215;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.237; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1965-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობის და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: