| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს. ორი წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულებათა კლინიკებში, შემდეგ პასტერის სადგურში; 1900 წელს საქართველოში დაბრუნდა; 1901-1908წწ. იყო თბილისის ქალაქის I საავადმყოფოს ექიმი; 1908-1938წწ. ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე; ხოლო 1938 წლიდან ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე. სამეცნიერო და საექიმო საქმიანობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მთელი რიგი მისი საბავშვო მოთხრობებისა; ქართველი პოეტის შიო არაგვისპირელის მეუღლე, პირველი ქართველი პედიატრი ქალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1898). სადისერტაციო თემა - "საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1898 წელს (პარიზი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.422-423; რომელი მწერლის მეუღლე იყო პირველი ქართველი პედიატრი ქალი მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი / ანა კალანდაძე // გზა .-თბილისი,2022.-18-24 აგვისტო.-N 33 (1158).- გვ.54-55; სასწაულის ძიებაში / Ajara TV: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

