The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფირუზ მარტყოფლიშვილი

ფირუზ მარტყოფლიშვილი
ოფიციალური სახელი:ანზორ მარტყოფლიშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 2018  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1963 წელს; 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით.1970 წელს.

1959 წლიდან იყო სპორტსაზოგადოება "დინამოს უფროსი მწვრთნელი; 1973-1980წწ. იყო საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი; 1980-1986წწ. სსრკ ნაკრების გუნდის უფროსი; 1987-1991წწ. საქართველოს "დინამოს" უფროსი მწვრთნელი; 1991-2004წწ. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2005-2018წწ. ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: "ქართველი ფალავნები კიმონოთი" (1972), "ძიუდოს სამსაჯო წესები და ტერმინოლოგია" (1979); "ჭიდაობა "სუმოს" წესები და ტერმინოლოგია" (2006). საქართველოს თერთმეტგზის ჩემპიონი სამბოში, თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში; სსრკ ორგზის ჩემპიონი და ექვსგზის პრიზიორი სამბოში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 215; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.310; ქართული სპორტი: sport.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.141

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - სპორტის რაინდის წოდება
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული მაღალი სპორტული მაჩვენებლებისა და სპეციალისტთა აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1984 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1968 - ევროპის ჩემპიონი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • სპორტის ოსტატი (სამბო, თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში)
  • სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • სსრკ დამსახურებული მწვრთნელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: