The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპარტაკ ბაღაშვილი

სპარტაკ ბაღაშვილი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1977  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სატყეო ინსტიტუტი 1937 წელს, 1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა.

1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილი ფილმში "არსენა"(რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1937). შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიორგი("დიადი განთიადი", 1938), ვანო("ქაჯანა", 1941),  ლუარსაბ მეფე("გიორგი სააკაძე, 1942), ერთდროულად სამი როლი - მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა("აკაკის აკვანი", 1963), ხევისბერი გოჩა("ხევისბერი გოჩა", 1965), ლუკაია("მე ვხედავ მზეს", 1965), ჯანყვათი("ცისკრის ზარები", 1967), ხვთისია("ვედრება", 1967), ქალუნდაური("დიდოსტატის მარჯვენა", 1969). გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები"(1964), ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში "ნოსო"(1966) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 376; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 246; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.255

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1939 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: