The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლორიკ მარშანია

ლორიკ მარშანია
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 2010  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლისის ტბასთან მდებარე სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი 1957 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა აფხაზეთის საგეგმო კომიტეტში; 1963-1964წწ. გულიას სახელობის კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 1964-1973წწ. საქართველოს სუბტროპიკულ ინსტიტუტში ჯერ დოცენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი პრორექტორად სამეცნიერო დარგში; 1973-1975წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა; 1978-1980წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1980-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგის მოადგილე; 1985-1991წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორი; 1992-2002წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2002 წლიდან გარდაცვალებამდე – უმაღლესი საბჭოს მრჩეველი. 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, მათ შორის არის მრავალი მონოგრაფიის ავტორთა ხელმძღვანელი.

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდი: abkhazia.gov.genewposts.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთი", კოორდინატორი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქარტველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: