The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ბაღათურია

ნუგზარ ბაღათურია
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1945  (78 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის  ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშომლად; 1987-1991წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1992 წლიდან დირექტორი. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "კვებარომატკომპლექსს" (გენერალური დირექტორი). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ღვინის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების, ეთეროვანი ზეთების  ქიმია, ტექნოლოგია და ექსპერტიზა. არის 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ამათგან 25 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, 36 გამოგონება და პატენტი. მეცნიერი კვების მრეწველობის დარგში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.280

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1992-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების დარგის მუშაობაში შეტანილი პირადი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: