შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საველ მარსაგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარკუჩა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1973 წელს; 1988 წელს ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. 1973-1976წწ. იყო საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტ "გორსელმაშის" კონსტრუქტორი; 1976-1978წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსი ინჟინერი; 1978 წელს ალკკ ცკ ინსტრუქტორი; 1978-1982წწ. ალკკ ყაზბეგის რაიკომის I მდივანი; 1982-1983წწ. კპ ყაზბეგის რაიკომის განყოფილების გამგე; 1983-1984წწ. II მდივანი; 1984-1991წწ. ყაზბეგის რაიაღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1994წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "საქსოფლქიმიის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1994-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი ვლადიკავკაზში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარიული №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 214; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.236; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |