შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უჩა ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1946 წელს. იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი; 1945–1951წწ. მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსად; 1960–1971წწ. თბილისის ოლქის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; 1971–1972წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს "ორგტექმშენის" მმართველად, 1972–1973წწ. საპროექტო ინსტიტუტის "საქკოლმეურნპროექტის" დირექტორად; 1974–1978წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სახვითი ხელოვნების სამმართველოს უფროსი; ძირითადი ნამუშევრებია: ახალციხის რკინიგზის სადგური(1946), საცხოვრებელი სახლები სოხუმში(1947–1949), აგარაკები კელასურში(1950). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |