The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უჩა ბაქრაძე

დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1991  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1946 წელს.

იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი; 1945–1951წწ. მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსად; 1960–1971წწ. თბილისის ოლქის მთავარი არქიტექტორის მოადგილე; 1971–1972წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს "ორგტექმშენის" მმართველად, 1972–1973წწ. საპროექტო ინსტიტუტის  "საქკოლმეურნპროექტის" დირექტორად; 1974–1978წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სახვითი ხელოვნების სამმართველოს უფროსი; ძირითადი ნამუშევრებია: ახალციხის რკინიგზის სადგური(1946), საცხოვრებელი სახლები სოხუმში(1947–1949), აგარაკები კელასურში(1950). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.   

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.376

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: