The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი მარგველაშვილი

გოგი მარგველაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დრამის რეჟისორის სპეციალობით 1980 წელს.

პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო; მან არაერთი თაობა აღზარდა; 1989 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი; 2005-2009წწ. ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2009 წლიდან კი ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია; 2014-2020წწ. თბილისის თეატრისა და კინოს სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2020-2023წწ. უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი; 2023 წლის პირველი აპრილიდან დაინიშნა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ; თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში, კინომსახიობთა, თავისუფალ და გრიბოედოვის თეატრებში დადგა სპექტაკლები: "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "ჯულიეტა და რომეო", "ალუბლის ბაღი", "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი", "სამი და", "სამანიშვილის დედინაცვალი", "მოთამაშეები", "შეშლილის წერილები", "ჰელვერის ღამე" და სხვა; რეჟისორის საქმიანობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისთვის (1995), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის (1996), პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის (საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 2001), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისთვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004) და სხვა. პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.214; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს "რეჟისორთა ლიგა", ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, გამგეობის წევრი

გააზიარე: