შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1929 წელს და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1930 წელს. 1930-1967წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები: ამალია (შილერის "ყაჩაღები"), ლიდია კოვალი (კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), კრუჩინინა (ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), კნეინა ჩიტუნია (დადიანის "გუშინდელი"), ქეთევან დედოფალი(შანშიაშვილის "გიორგი სააკაძე"), ზეინაბი(სუმბათაშვილის "ღალატი"), ოთარაანთ ქვრივი (ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მრევლიშვილის "ზვავი"), გერტრუდა (შექსპირის "ჰამლეტი") და სხვ. გადაღებულია ფილმებში: "ჩრდილი გზაზე"(მაგდა, 1956), "ენგურის ნაპირებზე" (მარიამი, 1961). 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას და მეტყველების კულტურას. 1976 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1988.- გვ.7 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |