შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1925 წელს. 1925–1933წწ. მუშაობდა თბილისის საბურღი იარაღების ქარხანაში; 1933–1959წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში, 1953–1959 წლებში იყო პრორექტორი; 1959–1962წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათა ნაწილების კათედრის გამგე; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა ნაწილების გაანგარიშების განყოფილების გამგედ. მისი შრომები ეხება კბილა და ჭიახრახნული გადაცემების ცვეთისა და ჩაჭექის თეორიის, ელექტრომავლებში გამოყენებული კბილანების გამძლეობის გადიდებისა და პოლიმერული მასალისაგან დამზადებული დეტალების გაანგარიშების საკითხებს და სხვ. მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1955). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |