The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბაქრაძე

დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1980  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, რკინიგზელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1925 წელს.

1925–1933წწ. მუშაობდა თბილისის საბურღი იარაღების ქარხანაში; 1933–1959წწ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში, 1953–1959  წლებში იყო პრორექტორი; 1959–1962წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათა ნაწილების კათედრის გამგე; 1962 წლიდან  მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა ნაწილების გაანგარიშების განყოფილების გამგედ. მისი შრომები ეხება კბილა და ჭიახრახნული გადაცემების ცვეთისა და ჩაჭექის თეორიის, ელექტრომავლებში გამოყენებული კბილანების გამძლეობის გადიდებისა და პოლიმერული მასალისაგან დამზადებული დეტალების გაანგარიშების საკითხებს და სხვ. მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1955).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.375

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: